ჩინეთში Apple-ის პროდუქტებზე შეზღუდვები იზრდება – Bloomberg

ჩინეთის სააგენტოები და სახელმწიფო მმართველობაში მყოფი კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს სამსახურში Apple-ის პროდუქტების, iPhone-ებისა და სხვა ტექნიკის შეტანას უზღუდავენ – ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
ჩინეთი უკვე ათწლეულზე მეტია ცდილობს, ქვეყნის უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება შეამციროს და მოუწოდებს კომპანიებს, რომ ადგილობრივ სისტემებზე გადაერთონ და ჩინური მწარმოებლებისგან შეიძინონ პროდუქცია.
უცხოური გამოცემის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში შეზღუდვებს შეუერთდა ჩინეთის კიდევ რვა პროვინციის სააგენტოები და სახელმწიფო დეპარტამენტები, რომლებმაც დასაქმებულებისთვის ადგილობრივი წარმოების ტექნიკაზე გადაწყობის დირექტივა გასცეს.
მანამდე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, აღნიშნული დირექტივა ვრცელდებოდა მხოლოდ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებზე: მინისტრებსა და სხვა პირებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა