ჩინეთში, შანხაიში, 4030 კვადრატული მეტრის ისტორიული უბანი გადაიტანეს მის ქვეშ მიწისქვეშა სამუშაოების განხორციელების გამო. საჭირო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობების კომპლექსი უკან დააბრუნეს, წერს China Daily.
კვარტალი 1920-1930 წლებში აშენდა. მისი წონა 7500 ტონაა. კომპლექსი გადაიტანეს 432 პატარა რობოტის გამოყენებით, რომლებიც დღეში დაახლოებით 10 მეტრის სიჩქარით მოძრაობდნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ჩინეთში ამ ტიპის ყველაზე დიდი გადაადგილების პროექტია.
გადატანილი უბანსა და მისი მეზობელი შენობების ქვეშ შენდება სამსართულიანი მიწისქვეშა სივრცე, რომლის ფართობი 53 ათასი კვადრატული მეტრია. მასში განთავსდება კულტურული და კომერციული შენობები, ასევე მეტროს ხაზებს შორის გადასასვლელები.
