ჩინეთში, სინძიანის რეგიონში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ. დაშავებულია ხუთი. დაზიანდა 120-ზე მეტი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები.
მიწისძვრა უჩტურპანის ოლქში, აქსუს პრეფექტურაში დილით, ადგილობრივი დროით 2 საათის შემდეგ მოხდა. რამდენიმე საათით შეჩერებული იყო რკინიგზის მუშაობაც.
დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც, რომელთაგან ყველაზე ძლიერი, 5.3 მაგნიტუდის იყო.
