ჩინეთში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა.
როგორც Reuters იუწყება, დაღუპულთა ნახევარზე მეტი პეკინის გარეუბანში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. წყალდიდობის დროს მოხუცებულთა სახლში სულ 69 ხანდაზმული იმყოფებოდა, რომელთაგან 55-ს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.
ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, დედაქალაქსა და მეზობელ ჰებეის პროვინციაში სულ მცირე 31 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ქვეყანაში ძლიერი წვიმები ერთი კვირის წინ დაიწყო.