ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის ერთ-ერთ უღარიბეს რეგიონში ორშაბათს, 18 დეკემბერს რიხტერის შკალით 6,2 მაგნიტუდის მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 127 და დაშავდა ასობით ადამიანი. შორეულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაინგრა სახლები, რომლებიც ძირითადად თიხით იყო აშენებული.
განსუს რეგიონში 155 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა ან მთლიანად დაინგრა. სტიქია მძინარე მოსახლეობას ორშაბათს, 23:59 საათზე დაატყდა თავს. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი განსუს და ცინგჰაის პროვინციებში იყო.
ხელისუფლებამ საგანგებო რეაგირების ფარგლებში მთელი რიგი ოპერაციები დაიწყო, თუმცა სამუშაოების ჩატარება რთულდება იმის გამო, რომ მიწისძვრამ გაანადგურა გზები და ინფრასტრუქტურაც. გავრცელებული ცნობებით, ბიძგებმა გამოიწვია მეწყერი და პროვინციის ერთ-ერთი სოფლის ნახევარი მიწის საფარის ქვეშ მოექცა. სამაშველო სამუშაოებს ასევე ართლებს ცივი ტემპერატურაც.
მიწისძვრები ხშირია ჩინეთის იმ რეგიონებში, რომლებიც ცინგჰაი-ტიბეტის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთში ყველაზე დიდი მსხვერპლი 2008 წელს, სიჩუანში 8.0 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 70 000 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინა ბერიძე: ვფიქრობდი, რომ რაკი ჩემს გამოსვლას ძირითადად ლინგვისტებში გამოუჩნდა ოპონენტები, აქამდე რომელიმე მათგანი დადებდა საპასუხო კვლევას, რომლითაც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა