ჩინეთის ჩრდილოეთ შანქსის პროვინციაში ქვანახშირის კომპანიის ოფისში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 51 დაშავდა.
ქვანახშირის კომპანიის ოთხსართულიან ოფისში ხანძარი ადგილობრივი დროით 06:50 საათზე გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის გასარკვევად ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.