ჩინეთში სი ძინპინის აზრებზე გაწვრთნილი ჩათბოტი შექმნეს

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის სააგენტომ შექმნა ლინგვისტური მოდელი, რომელიც სი ძინპინის პოლიტიკურ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული.
ჩათბოტი აგებულია ჩინეთის ლიდერის მთავარი ნაშრომზე – „სი ძინპინის აზრები სოციალიზმზე ჩინური მახასიათებლებით, ახალი ეპოქისთვის” და მოიცავს მის მითითებებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე.
მოდელს შეუძლია დააკმაყოფილოს „მომხმარებლების საჭიროებების ფართო სპექტრი“ და შეუძლია უპასუხოს კითხვებს, შეაჯამოს ინფორმაცია და თარგმნოს ჩინურიდან და ინგლისურ ენაზე და პირიქით.
მარტში პრემიერმა Li Qiang-მა წარმოადგინა ინიციატივა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის ტრადიციულ სექტორებში, რათა დაეხმაროს ტექნოლოგიების გაუმჯობესებას.
Open AI-ის მიერ გამოშვებულ Chat GPT-ის საპასუხოდ შექმნილი ჩინური ჩატ ბოტი ჯერჯერობით მხოლოდ კიბერადმინისტრაციის კვლევით ცენტრშია ხელმისაწვდომი, თუმცა შესაძლოა უახლოეს თვეებში უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.