ჩინეთში საჰაერო მიმოსვლა 2023 წლის ოქტომბერში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 3,5-ჯერ გაიზარდა და 56,05 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანო(CAAC) ავრცელებს.
სატვირთო და საფოსტო საჰაერო გადაზიდვების საერთო მოცულობამ 675 000 ტონა შეადგინა, რაც 37,7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ჩინეთის რკინიგზამ გასულ თვეში 336 მილიონი ადამიანი გადაიყვანა, რაც 8.2%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, განაცხადა ჩინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ჯგუფმა.
შუა შემოდგომის ფესტივალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების დღესთან დაკავშირებით ეროვნული დღესასწაულის დროს, რომელიც გაგრძელდა 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის რკინიგზაზე მგზავრების საშუალო დღიური რაოდენობა 16,02 მილიონს მიაღწია, რაც 22%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელი.