ჩინეთში, უძრავი ქონების სექტორში არსებული სასესხო პრობლემებისა და ინვესტიციების კლების პარალელურად, საცხოვრებლის ფასები კვლავ მცირდება.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული საცხოვრებლის ფასების ინდექსის მიხედვით, ახალი სახლების ფასები ქვეყნის 70 დიდ და საშუალო ქალაქში ნოემბერში 0,4%-ით შემცირდა, ხოლო მეორადი სახლების ფასები 0,8%-ით დაეცა.
ახალი სახლების ფასები 70 ქალაქიდან 59-ში შემცირდა, ხოლო მეორადი სახლების ფასებმა წინა თვესთან შედარებით 69 ქალაქში იკლო.
მეორადი სახლების ფასებში 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე სწრაფი ვარდნა დაფიქსირდა. 2023 წლის 11 თვეში გაყიდული სახლების საერთო ფართობმა 1 მილიარდ კვადრატულ მეტრს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 8%-ით ნაკლებია.
გაყიდვების მთლიანი ღირებულება 11 თვის განმავლობაში წლიურად 5,2%-ით შემცირდა და 10,5 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარი) მშეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში უძრავი ქონების ინვესტიციები ჩინეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,4%-ით შემცირდა.