ჩინეთში სამომხმარებლო ფასები ივლისში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, ამის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ზრდა ძირითადად სეზონური ფაქტორების გამოა, რაც სუსტ შიდა მოთხოვნასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს ზრდის და დამატებითი პოლიტიკის მხარდაჭერის აუცილებლობას აძლიერებს.
„სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) წლიურად 0.5%-ით გაიზარდა, რაც აჭარბებს მოსალოდნელ 0.3%-ს. არასტაბილური სურსათისა და ენერგომატარებლის ფასების გამოკლებით, ძირითადი ინფლაცია მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა, რაც იანვრიდან ყველაზე დაბალია და რაც მთლიან მოთხოვნაში სისუსტის გაგრძელებას აჩვენებს.
ჩინელი ანალიტიკოსები პროგნოზირებენ „ზომიერ აღდგენას“ ჩინეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსში წლის მეორე ნახევარში, რაც გამოწვეულია მომხმარებლის მოთხოვნის ზრდით, საკვების ფასების მატებითა და შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტით.
ისინი ასევე ელიან მომსახურების მოხმარების მკვეთრ ზრდას, რაც დამატებით უნდა დაეხმაროს CPI-ის ზრდას“, – ნათქვამია მიმოხილვაში
