ჩინეთში პრემიუმ ელექტრომობილები შექმნეს, რომლის ბატარეასაც 1000 კმ-მდე გავლა შეუძლია

ჩინურმა ბრენდმა Dayun-მა ელექტრო სამგზავრო მანქანები წარადგინა, რომლის ბატარეასაც 1000 კმ-ის გავლა შეუძლია. Yuanhang H8 კროსოვერი და Yuanhang Y6 სედანი გაყიდვაში 2024 წლის დასაწყისიდან გამოვა. ამის შესახებ ავტომწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
იმავე პლატფორმაზე აგებულია 5,27 მეტრიანი ოთხადგილიანი Dayun Yuanhang Y6 სედანი და 5,23 მეტრი სიგრძის 6-ადგილიანი Yuanhang H8 კროსოვერი. სედანის ღირებულებაა 329 800–529 800 იუანი (45100 – 73000$), ხოლო კროსვორდი 349 800-დან 559 800 იუანამდე (49200-78800$) ღირს.
მანქანები გამოირჩევიან ელეგანტური დიზაინით და გლუვი კონტურებით. სალონს აქვს ვირტუალური ინსტრუმენტების პანელი და 17,4-დიუმიანი დისპლეი და სენსორული ეკრანი აქვს.
მოდელები პოზიციონირებულია პრემიუმად, რის გამოც ინტერიერში ტყავი გამოიყენება. აღჭურვილობა მოიცავს საქარე მინაზე პროექციას, სახის ამოცნობის ფუნქციას, აკუსტიკას 27 დინამიკით, ნახევრად ავტონომიურ მართვის სისტემაა, ელექტროძრავაა, ვენტილაციას და მასაჟორ სავარძლებს. ბატარეის დატენას 80%-მდე სწრაფ რეჟიმში 30 წუთი სჭირდება.
ჩინური ელექტრომობილებს 340 ცხენის ძალა აქვს. Dayun Yuanhang Y6 სედანი 100 კმ/სთ-მდე 3,2 წამში აჩქარებს, ხოლო Yuanhang H8 კროსოვერი – 3,8 წამში. ორივე მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ა.
Yuanhang H8-ის ბატარეის დიაპაზონი 560-950 კმ-ია, ხოლო Yuanhang Y6-ის 620-დან 1020 კმ-მდე.