ჩინეთში მყინვარის ფართობი 26%-ით შემცირდა – ყინულის დნობის ეკონომიკური საფრთხე

UNESCO-ს ცნობით, მყინვარების დნობა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებსაც წარმოშობს, აჩენს ოკეანეებში წყლის დონის ზრდის და წყლის რესურსების შემცირების რისკს.
გაეროს კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) აცხადებს, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავე ბოლო სამი წლის განმავლობაში გახდა. გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მყინვარების დნობა სუფთა წყლის მარაგებზეც მოახდენს გავლენას.
1960 წლიდან დღემდე ჩინეთის ყინულოვანი საფარის ფართობი 26%-ით შემცირდა, რაც გლობალური დათბობის სწრაფი ტემპით ზრდას უკავშირდება. კვლევის თანახმად, ამ დროის განმავლობაში ჩინეთში 7000-მდე მცირე ზომის მყინვარი საერთოდ გაქრა.
ჩინეთში მყინვარებს ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში ვხვდებით, ტიბეტისა და სინძიანის რეგიონებში.
2020 წელს ჩინეთის ყინულოვანი საფარი 46 ათას კვადრატულ კილომეტრს აღწევდა, მყინვარების რაოდენობა კი 70 ათასამდე იყო. შედარებისთვის, 1980 წლამდე ქვეყანაში მყინვარების ფართობი 59 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო, რაოდენობა კი – 46 ათასი, – ეს შედეგები აჩვენა ჩინეთის მეცნიერების აკადემიისა და ეკო-გარემოს ინსტიტუტის კვლევამ.
ცნობისთვის, მყინვარის დნობის პრევენციისთვის ჩინეთი გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნური თოვლის სისტემებს იყენებს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს.
„მყინვარების შენარჩუნება არა მხოლოდ ეკოლოგიური, ეკონომიკური ან სოციალური აუცილებლობაა – ეს გადარჩენის საკითხია“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სელესტა საულომ.
275 000 მყინვარი 700 ათასამდე კვადრატულ მეტრს ფარავს, თუმცა ეს ფართობი სწრაფად მცირდება კლიმატური პირობების ცვლილებების გამო. კერძოდ, დაკარგულია 450 მილიარდ ტონამდე ყინულოვანი მასა.
მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ თუ დღევანდელი ყინულოვანი მასების დნობის მაჩვენებელი არ შეიცვლება ძალიან ბევრი მყინვარი -ში, კანადაში, სკანდინავიაში, ცენტრალურ ევროპაში, კავკასიაში და ახალ ზელანდიაში XXI-ე საუკუნეში უბრალოდ გაქრება.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ მყინვარები მსოფლიო წყლის მარაგის 70%-ს შეიცავს. იმ შემთხვევაში თუ მყინვარები გაქრება, მილიონობით ადამიანი წყლის გარეშე დარჩება.
გაეროში გლობალურ დათბობასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ და სათბურის აირების ემისიების შემცირების მნიშვნელობას აღნიშნავენ.
Climate Central-ის ახალი ანალიზის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე, გლობალურად ყოველი 5 ადამიანიდან მინიმუმ ერთმა კლიმატის ცვლილების გავლენა საკუთარ თავზე გამოცადა. კვლევის მიხედვით, გასულ ზამთარს მსოფლიოში ექსტრემალური სიცხე კლიმატის ცვლილების ყველაზე გავრცელებული და თვალსაჩინო ეფექტი იყო. კვლევები აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებამ გასული თვეების სტიქიური მოვლენების ალბათობა გააორმაგა, ლოს-ანჯელესის ხანძრების ალბათობა კი 35%-ით გაზარდა. ზამთრის სამი თვის განმავლობაში სარისკოდ მაღალი ტემპერატურა 30 ან მეტი დღის განმავლობაში 394 მილიონ ადამიანს შეეხო, მათი 74% კი აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობს.
“სარისკოდ მაღალი ტემპერატურა” ფიქსირდება იმ დღეებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა აღემატება ადგილობრივ დონეზე 1991-2020 წლებში დაფიქსირებული მაჩვენებლების 90%-ს.
ზამთრის სამი თვე საშუალოზე თბილი იყო ევროპის 43 ქვეყნიდან 42-ში. რუსეთში დეკემბერ-თებერვლის შუალედში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურა 3.1°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ლიეტუვასა და ლატვიაში ეს სხვაობა 2.8°C იყო, ესტონეთში კი – 2.7°C.
ზამთრის განმავლობაში ყველაზე მეტი ანომალიურად ცხელი დღე მალტაში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე ნორვეგია და არიან, მესამეზე კი – ლატვია.
10 ქალაქიდან, სადაც ზამთრის სეზონზე უჩვეულოდ თბილი ამინდი შეინიშნებოდა, ათივე აღმოსავლეთ ევროპაშია. ესენია: ვილნიუსი, მინსკი, ტალინი, რიგა, ჰელსინკი, ხარკოვი, სარაევო, და კიშინიოვი.
მეცნიერებმა ზღვიდან ნიმუშები აიღეს, რათა მსოფლიო ოკეანის დონის მაჩვენებელი შეესწავლათ. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიო ოკეანის დონე ბოლო გამყინვარების შემდეგ დაახლოებით 8 000 წლის განმავლობაში იზრდებოდა.
ახალმა გეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზღვის დონე 38 მეტრითაა გაზრდილი. თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევებისა და მყინვარების მასიური დნობის ფონზე, მიღებული შედეგები მეცნიერებს დაეხმარებათ უკეთ გაიგონ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები გლობალური დათბობის პირობებში.
ზღვის დონის მატება ორ ეტაპს მოიცავს. პირველი დაახლოებით 10 300 წლის წინ გამდნარი წყლის მატების ხარჯზე მოხდა. მეორე კი – დაახლოებით 8300 წლის წინ, რაც არა მხოლოდ წყლის დნობასთან იყო კავშირში, არამედ ტბებიდან გამომავალი შენაკადების მატებით.
მეცნიერების თქმით, ამ ეტაპზე ზღვის დონე წელიწადში 3-4 მილიმეტრით იზრდება და, დიდი ალბათობით, საუკუნის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 4-9 მილიმეტრამდე გაიზრდება.

სპეციალისტების თქმით, ზღვის დონის მატება სერიოზული განხილვის საკითხს წარმოადგენს კლიმატური პირობების ცვლილებებისა და მოსახლეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ფონზე.