ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში ჯიანგსის მაღაზიაში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ხანძარი, ოთხშაბათს შუადღისას გაჩნდა.
შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ათობით თანამშრომელი, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ჩატარება და ქვეყანაში მსგავსი სასიკვდილო ინციდენტების “მტკიცე შეკავება” მოითხოვა.