ჩინეთში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 1,09 მლრდ-ს მიაღწია

ჩინეთის ინტერნეტ ქსელის საინფორმაციო ცენტრის (CNNIC) მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ინტერნეტ სტატისტიკის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით ონლაინ მომხმარებელთა რაოდენობა 24 მილიონ 800 000-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 90 მილიონს მიაღწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 77,5%-ია.
შედეგად, გაიზარდა ონლაინ სერვისებით მოსარგებლეების რაოდენობაც. მობილური ტაქსის სერვისით მოსარგებლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება 20,7%-ით, მოგზაურობის ონლაინ დაჯავშნის სერვისით მოსარგებლეების – 20,4%-ით, ხოლო ჯანდაცვის სერვისებით – 14,2%-ით.
2023 წელს ქვეყნის მასშტაბით აშენდა 3 მილიონ 380 ათასი 5G საბაზო სადგური და შეიქმნა ფიჭური ინფრასტრუქტურა ყველა ურბანულ დასახლებაში პროვინციული და რაიონული ცენტრების დონეზე.