ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა | დაღუპულია მინიმუმ 116 ადამიანი

მინიმუმ 116 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, იტყობინება სახელმწიფო მედია. ორშაბათს გვიან ღამით განსუს პროვინციაში მოხდა. დანგრეულია სახლები და გზები, მაშველები ცდილობენ ნანგრევებში ჩარჩენილების გადარჩენას.
პროვინციის ხელისუფლებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განსუში 105 ადამიანი დაიღუპა, 4 700-ზე მეტი სახლი დაზიანდა. გარდა ამისა, სამშაბათს დილის მონაცემებით დაშავდა 397 ადამიანი, მათ შორის 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
CCTV-ის ცნობით, მეზობელ პროვინცია ცინხაიში 11 ადამიანი დაიღუპა.
სიტუაციას ართულებს ცივი ზამთრის პირობები. მიწისძვრა ღამით ისეთ დროს მოხდა, როცა მოსახლეობის უმეტესობას სახლებში ეძინა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო. ჩინეთის მიწისძვრის ადმინისტრაციამ ოდნავ უფრო მაღალი მაჩვენებელი 6.2 მაგნიტუდა დაასახელა.