ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, რომელიც „ოცნების“ დელეგაციებს მასპინძლობდა

ლიუ ძინჩაო იკავებდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას.
სწორედ ის მასპინძლობდა ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ბოლო ორ ვიზიტს 2024 და 2025 წლებში.
ცნობები დაკავებაზე
ოფიციალური ცნობები მისი სავარაუდო დაკავების ან ბრალდების შესახებ არ ვრცელდება.
ინფორმაცია ლიუ ძინჩაოს სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა, მოგვიანებით კი სხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის „როიტერსმა“.
გამოცემის ცნობით, ლიუ დააკავეს 2025 წლის ივლისის ბოლოს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტიდან პეკინში დაბრუნების შემდეგ. „ბლუმბერგის“ ცნობით, გაჩხრიკეს მისი სახლიც.
ამავე წყაროების თანახმად, დაკავების მიზანი „გამოკითხვაა“, თუმცა დაკავებიდან უკვე ორ კვირაზე მეტია გასული და დიპლომატის შესახებ კონკრეტული ბრალდება ან რაიმე სხვა სახის ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
2023 წლიდან ლიუ ძინჩაოს დატვირთულმა გრაფიკმა, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში -ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრებმა, საერთაშორისო მედიაში გააჩინა მოლოდინი, რომ მას საგარეო საქმეთა მინისტრად ამზადებდნენ.
ჩინეთში ეს მაღალი რანგის თანამდებობის პირების სავარაუდო დაკავების ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა 2023 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განის გაუჩინარების შემდეგ.
· ცინ განის გაუჩინარებიდან ერთი თვის შემდეგ ჩინეთის მთავრობაში თქვეს, რომ მინისტრი პოსტიდან გაათავისუფლეს;
· მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, პრეზიდენტი სი ძინპინი მინისტრობის კანდიდატად ძინჩაოს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ მინისტრი ვანგ ი გახდა.
ვინ არის ლიუ ძინჩაო
61 წლის დიპლომატისათვის ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიაში ჩაბარებული ჰქონდათ უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობები.
ის პოსტზე 2022 წლიდან მუშაობს, ამ დროის განმავლობაში კი ეწვია 20-ზე მეტი ქვეყანას და მიიღო 160-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, – მათ შორის, საქართველოდან.
· ლიუ ძინჩაო ინგლისური ისწავლა პეკინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლა ოქსფორდში;
· ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა;
· დროთა განმავლობაში კარიერული წინსვლის შემდეგ, გახდა ჩინეთის ელჩი ბრიტანეთში, მოგვიანებით კი ინდონეზიასა და ფილიპინებში მსახურობდა.
2015 წელს ის დიპლომატიური სამსახურიდან მოულოდნელად გადაიყვანეს უწყებაში, რომელიც ანტი-კორუფციულ საქმიანობას ეწევა. მედიაში წერენ, რომ ის „კორუმპირებულ მაღალჩინოსნებზე ნადირობდა“.
სწორედ ის ხელმძღვანობდა ოპერაციას, რომლის მიზანიც ჩინეთის მიერ კორუფციაში დადანაშაულებული და ქვეყნიდან გაქცეული ასობით თანამდებობის პირის სამშობლოში დაბრუნება იყო.
2018 წელს დაბრუნდა დიპლომატიურ სამსახურში, 2022 წლიდან კი კომუნისტური პარტიის (CCP) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარეა.
„ოცნების“ ვიზიტების მასპინძლობა
საქართველოსა და ჩინეთს შორის „სტრატეგიული პარტნირობის“ დამყარების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია ორჯერ იმყოფებოდა პეკინში. ორივე ჯერზე დელეგაციის წევრები ლიუ ძინჩაომ მიიღო.
· 2024 წლის 14-20 იანვრის შუალედში ჩინეთში ვიზიტად მყოფ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
· ის მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე იყო, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, 1 თებერვალს კი პრემიერად წარადგინეს და 8 თებერვალს პოსტზე დაამტკიცეს კიდეც.
· დელეგაციაში, სთან ერთად, იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.
· „ქართული ოცნების“ დელეგაცია პეკინში იმყოფებოდა 2025 წლის ივლისის ბოლოსაც.
· ამჯერად დელეგაციას სადავო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხელმძღვანელობდა.
· მასთან ერთად იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაში, შოთა ბერეკაშვილი და გელა სამხარაული.
ბოლო ვიზიტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა და განაცხადა: „ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კვლავ მიაგებს პატივს კომუნისტურ ჩინეთს, რომელსაც იგი „მისაბაძ ზესახელმწიფოდ“ მოიხსენიებს“.
„MEGOBARI აქტი საჭიროა შუა დერეფანში ვაჭრობისა და კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომის შესანარჩუნებლად, ასევე ქართველებისთვის ძნელად მოპოვებული თავისუფლების შესანარჩუნებლად“, – დაწერა მან X-ზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ