ჩინეთში გამართულ ბიენალეზე საქართველოს პავილიონი გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პეკინში, მიმდინარე „Revelations China“-ს ფარგლებში , რომელიც 19 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა, საქართველო პირველად მონაწილეობს. გამოფენაზე „ჩინეთის აღმოჩენები“ („Revelations China“) საერთო კონცეფციის გათვალისწინებით ქართული რეწვის ოსტატების მიერ მომზადებული ქართული პავილიონი გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციებს, ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მიდგომებს წარმოაჩენს. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კანცლერი ლალი თარიმანიშვილი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
„Revelations China“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ტარდება. მისი კონცეფცია გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციებს, ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება და თავისი შინაარსით ფრანგული ბიენალეს მოდელია, რომელიც პარიზში ორ წელიწადში ერთხელ იმართება ფრანგული კომპანია „Ateliers d’Art de France“-ის ორგანიზებით. წელს გამოფენა ჩინეთში მიმდინარეობს და მისი კონცეფციის კურატორია რომან ჯულია.
“საქართველოს საგამოფენო სივრცე („The Banquet“) გამოფენის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, სადაც 10 ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან, ესპანეთთან და ეკვადორთან ერთად საქართველოცაა წარმოდგენილი.
„ჩინეთის აღმოჩენები“ ძალზე მასშტაბურია და მასში მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყანა და 1000-ზე მეტი არტისტი. დაგეგმილია 100-ზე მეტი ღონისძიება.
გამოფენის სპეციფიკის გათვალისწინებით ქართული რეწვის ტრადიციებისა და ტექნოლოგიების ამსახველი გამოფენა სამხატვრო აკადემიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის არტისტებმა მოამზადეს. გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს, თუ როგორია გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ტრადიციები და ტექნოლოგიები და როგორ ვითარდება იგი დღეს. საგამოფენო კონცეფციის პრიორიტეტების გათვალისწინებით შეირჩა სამი მიმართულება: ხის დამუშავება, კერამიკა და ტექსტილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ამასთან, ქართული პავილიონის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.
გამოფენაში მონაწილეობენ: ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი, ხეზე კვეთის ოსტატი – ნინო კოპელაშვილი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი – ირაკლი ხანთაძე, ამავე ფაკულტეტის სტუდენტი – ანა კალანდარიშვილი, ტექსტილის მხატვარი და პედაგოგი – ეკატერინე გეგუჩაძე”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი