ავტომობილების გაყიდვები ჩინეთში 2024 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა 11,1%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,03 მილიონამდე. ამის შესახებ ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია (CAAM) იტყობინება.
ამავდროულად, ავტომობილების წარმოება გაიზარდა 8,1%-ით და 3,92 მლნ შეადგინა.
მათ შორის მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა 10,6%-ით (3,45 მლნ ერთეულამდე), მათი წარმოება – 7,9%-ით (3,36 მლნ-მდე).
ახალი ენერგეტიკული მანქანების (NEVs) გაყიდვებმა იანვარ-თებერვალში 1,21 მლნ ერთეული (ზრდა 29,4%) შეადგინა, წარმოება კი – 1,25 მლნ ერთეული (ზრდა 28,2%) იყო.
ჩინეთმა მიმდინარე წლის ორ თვეში ექსპორტზე 882 000 ავტომობილი გაიტანა, რაც 2023 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს 30,5%-ით აღემატება.
