ჩინეთს, იაპონიასთან ურთიერთობის გაუარესების გამო, ნაჩუქარი ცხოველები უკან მიჰყავს

ამ კვი­რას ტო­კი­ოს უე­ნოს ზო­ო­პარკში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, რათა და­ემ­შვი­დო­ბონ ორ გი­გან­ტურ პან­დას, რომ­ლებ­საც 27 იან­ვარს ჩი­ნეთ­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ.

“ხალ­ხი სამ სა­ათ­ზე მეტ­ხანს იდგა რიგ­ში ტყუ­პი პან­დე­ბის – სიაო სი­ა­ო­სა და ლეი ლეის სა­ნა­ხა­ვად,“ – წერს BBC.

  • ისი­ნი ია­პო­ნი­ა­ში, ტო­კი­ოს ზო­ო­პარკში, 2021 წელს და­ი­ბად­ნენ, მაგ­რამ ჩი­ნე­თის სა­კუთ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან, რად­გან ჩი­ნე­თი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს არა მხო­ლოდ ნა­ჩუ­ქარ პან­დებ­ზე, არა­მედ მათ შთა­მო­მავ­ლებ­ზეც.

1949 წლი­დან, ჩი­ნე­თი კე­თი­ლი ნე­ბის ჟეს­ტად პან­დებს სხვა ქვეყ­ნებს ჩუქ­ნის. სა­ნაც­ვლოდ, მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნე­ბი პან­დე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წყვი­ლის­თვის წლი­ურ გა­და­სა­ხადს და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ონ დო­ლარს იხ­დი­ან. ტო­კი­ოს მთავ­რო­ბამ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვა ამ პან­დე­ბის ნაც­ვლად მათ­თვის ახა­ლი წყვი­ლი გა­ეგ­ზავ­ნათ, თუმ­ცა პე­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი გეგ­მე­ბი არ აქვს.

პან­დებს ჩი­ნეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ, სა­დაც ისი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად კა­რან­ტინ­ში იქ­ნე­ბი­ან, შემ­დეგ კი სი­ჩუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში პან­დე­ბის კვლე­ვი­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ის ცენ­ტრში თა­ვი­ანთ ოჯახს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

  • დარ­ჩე­ბა თუ არა ია­პო­ნია პან­დე­ბის გა­რე­შე?

პირ­ვე­ლი პან­დე­ბი ია­პო­ნი­ას 1972 წელს აჩუ­ქეს, რო­დე­საც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნორ­მა­ლიზ­და. დღეს, 50 წელ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, ია­პო­ნი­ას პან­დე­ბი აღარ ეყო­ლე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ამის მი­ზე­ზი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

ცოტა ხნის წინ ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ნაე ტა­კა­ი­ჩიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ია­პო­ნი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი ჩა­ე­რე­ვი­ან, თუ ჩი­ნე­თი ტა­ი­ვანს და­ეს­ხმე­ბა თავს. პე­კი­ნი თვით­მმარ­თველ კუნ­ძულს თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს და არ გა­მო­რი­ცხავს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას “გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ჩი­ნეთ­მა გა­ამ­კაც­რა შე­ზღუდ­ვე­ბი ია­პო­ნი­ა­ში იშ­ვი­ათ­მი­წა ლი­თო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ექ­სპორტზე და შე­ა­ჩე­რა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი.

პე­კინ­მა თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ია­პო­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ია­პო­ნი­ის ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის თქმით, გა­სულ თვე­ში ია­პო­ნი­ა­ში ჩი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით თით­ქმის გა­ნა­ხევ­რდა.

“ჩვენ მათ და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად მო­ვე­დით. ისი­ნი არა მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, არა­მედ ჭკვი­ა­ნე­ბიც არი­ან. ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბი­ან”, – აცხა­დებს გა­მო­ცე­მას­თან ზო­ო­პარკში მი­სუ­ლი ოჯა­ხი.

“პან­დებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბის­თვის“ 4400 ბი­ლე­თი იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მთავ­რო­ბის ცნო­ბით, შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 108 000 ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა.

ზო­ო­პარ­კის ზო­გი­ერ­თი ვი­ზი­ტო­რი მათ თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა.

ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გეგ­მა­ვენ, პან­დე­ბის სახ­ლის ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რო­გო­რიც არის და იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ბი­ნად­რე­ბი მათ­თან მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

წყა­რო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: მან უკვე მოიგო ომი, მაგრამ მისი პიკი წინ არის, რადგან მას ჯერ კიდევ სჭირდება მოიგოს მშვიდობა და ეს მას ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ლიდერად აქცევს. გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო პრეზიდენტო!