ჩინეთმა 104%-იანი ამერიკული ტარიფის პასუხად განაცხადა, რომ მტკიცე ზომებს მიიღებს

ჩინეთის ხელისუფლება მტკიცე და ეფექტიან ზომებს მიიღებს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიანმა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 104%-მდე გაზარდა ჩინური პროდუქციის იმპორტის გადასახადი
პეკინში აცხადებენ, რომ არ მოითმენენ მოქმედებას, რომელიც აზიანებს ჩინეთის სუვერენიტეტს, განვითარებას და უსაფრთხოებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, ჩინეთი ეწინააღმდეგება -ის შევიწროების პოლიტიკას და მასთან სავაჭრო საკითხებზე კონსულტაციებს არ დაიწყებს, სანამ ვაშინგტონი არ აჩვენებს, რომ რეალურად სურს თანასწორობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი.
ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუას“ მოჰყავს ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაც, რომ სავაჭრო ომში ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ პეკინს ეს ომი არ სურს, მაგრამ მთავრობა ვერ იქნება უმოქმედოდ, როცა ჩინელი ხალხის კანონიერი უფლებები და ინტერესები ირღვევა.
9 აპრილიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას.
მანამდე, 7 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთი, რომელსაც 2 აპრილს 34%-იანი ტარიფი დაუწესა, საპასუხო ზომაზე უარს არ იტყოდა, კიდევ 50%-ით დაბეგრავდა. ჩინეთმა კონტრზომაზე უარი არ თქვა და აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციასაც 34%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა.
პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს 2025 წლის თებერვალში დაუწესა 10%-იანი ტარიფი, რომელიც მარტში 20%-მდე გაზარდა. ჩინეთმა მაშინაც საპასუხო ტარიფები აამოქმედა.
9 აპრილიდან 50%-იანი ტარიფის დამატება ნიშნავს, რომ ჩინეთიდან იმპორტზე გადასახადი უკვე 104%-ს შეადგენს.
ფორუმი