ჩინეთმა საჯაროდ დაადასტურა: საქართველო არის დამოუკიდებელი სუბიექტი, და არა „ვინმეს გავლენის სივრცე“. პეკინი არ იზიარებს კონცეფციას „საქართველო = ევროკავშირი/ნატო” თუმცა, პატივს სცემს თბილისის არჩევანს

ჩინეთმა საჯაროდ დაადასტურა: საქართველო არის დამოუკიდებელი სუბიექტი, და არა „ვინმეს გავლენის სივრცე“. პეკინი არ იზიარებს კონცეფციას „საქართველო = ევროკავშირი/ნატო” თუმცა, პატივს სცემს თბილისის არჩევანს
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს მედიასთან ეხმიანება. მისი განმარტებით, ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობით იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ გავლენას იქონიებენ. “თბილისი და პეკინი ლაპარაკობენ ისე, როგორც ეს საქმიან პარტნიორებს შეეფერება, როდესაც მთავარი შეთანხმება არა რომელიმე განცხადება, არამედ სტრატეგიის ᲨემუᲨავებაა” – წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ჩინეთმა გააჟღერა საკუთარი პოზიცია – მისთვის საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, არამედ არის საკვანძო ქვეყანა ახალ სატრანსპორტო და სავაჭრო გზებზე.
“გუშინ ვაშინგტონში С5+1 სამიტისაგან (ცენტრალური აზიის ლიდერების Შშეხვედრა დონალდ ტრამპᲗან) განსხვავებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ჩინეთში არ ახლდა ხმაურიანი სლოგანები და „გადამწყვეტი ისტორიული“ განცხადებები. მაგრამ, სწორედ ასეთ “სიჩუმეში” ფორმირდება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. სანამ ვაშინგტონში ძირითადად “პერფორმანსული” ღონისძიებები ტარდება, თბილისი და პეკინი ლაპარაკობენ ისე, როგორც ეს საქმიან პარტნიორებს შეეფერება, როდესაც მთავარი შეთანხმება არა რომელიმე განცხადება, არამედ სტრატეგიის შემუშავებაა. ჩინეთმა მკაფიოდ გააჟღერა: საქართველო მისთვის არ არის უბრალოდ ტერიტორია ზღვასა და მთებს შორის, არც „ევროპისკენ მიმავალი კარიბᲭე“, არც „ს უკანა ეზო“ და არც „ვინმეს გავლენის ზონა“. საქართველო მისთვის არის საკვანძო ქვეყანა ახალ სატრანსპორტო და სავაჭრო გზებზე, სადაც ერთადერთი, რაც აინტერესებს პეკინს – ლოგისტიკაა. მაგრამ, არანაკლებად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ჩინეთიც, რომელიც არის უზარმაზარი ბაზარი, რომელიც არ გეკითხება „ღირებულებებზე“ და „იდეოლოგიურ პოზიციებზე“.
მას აინტერესებს კონკრეტული ჯაჭვი: გზა → პორტი → საწყობი → ფული. გარდა ამისა, ჩინეთი ჩვენთვის არის ე.წ. “გრძელვადიანი ფული”, არა გრანტი „ერთჯერადი პროგრამებით“, არამედ 25-30 წლიანი კრედიტები ინფრასტრუქტურაზე. მესამე – ჩინეთი არის მანევრის საშუალება, ჩვენი ქვეყნის განვითარების ალტერნატივა, რაც არც დასავლეთის ჩანაცვლებაა და არც ს წინააღმდეგ პოზიციონირება. ეს არის კიდევ ერთი კარი, რომლითაც შეიძლება შესვლაც და გამოსვლაც. ვითვალისწინებ ადგილობრივი ეთნოფობების წუხილს – “ჩინეთიზაცია” ამ თანამშრომლობით საქართველოს არ ემუქრება. პეკინს ჩვენგან სურს ის, რაც დღეს უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ნავთობი და გაზი: ტრანსპორტირების დრო. ის, რომ საქართველოზე გამავალი გზა არ არის დამოკიდებული რუსეთზე, არ იბლოკება თურქეთის ინტერესებით, არ გადის ირანის სანქციური სივრცეზე, არ ეჯახება სუეცის არხს.
და რამდენადაც ვხდები, ამ ინტერესებში არა იმდენად ანაკლიის ნავსადგურის ფლობა აინტერესებს (პორტი რჩება ქართულ საკუთრებად, ოპერირება იქნება შერეული: ტვირთები – ჩინური, ხოლო პოლიტიკა – ნეიტრალური), რამდენადაც მᲗლიანად ამ მარშრუტის მართვა და გადაზიდვების კონტროლი. გამორიცხულია, ჩინეთი არ აფასებდეს საქართველოს მმართველი ელიტის არაკონფრონტაციულ სტრატეგიას, რაც მშვიდობის და სტაბილურობის საწინდარია რეგიონᲨი. პეკინისᲗვის იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთი ამ პროექტს არ აპროტესტებს, რადგან ჩინურ მონაწილეობაᲨი არა საფრთხეს, არამედ ბალანსს ხედავს. თურქეთიც ამ ყველაფერს დიდად არ ეწინააღმდეგება – ყველა აკვირდება და მშვიდად ჩანს, რადგან ყველას ესმის, რომ ფსონები იზრდება და ბენეფიტები “ყველას ეყოფა”. ჩინეთმა დაადასტურა მზადყოფნა გააფართოოს ქართული აგროპროდუქციის დაშვების პირობები: ღვინო, მინერალური წყალი, თაფლი და თხილი, ცალკეული ხორცისა და რძის პროდუქტები – ჩინური სტანდარტით სერტიფიცირების შემდეგ. აქ მთავარი მომენტია: ჩინეთმა დააქვეითა სასერტიფიკაციო ბარიერები, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის ნებისმიერი ტარიფის შემცირებაზე უფრო მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები ასევე გაიმართა შემდეგ ხაზებზე: China Development Bank, Exim Bank of China, სადაც საუბარი იყო გრძელვადიან, იაფ კრედიტებზე (25-30 წლამდე) შემდეგი მიმართულებებისთვის: სარკინიგზო მოდერნიზაცია, სასაწყობე და ლოგისტიკური ტერმინალები, ტელე კომუნიკაციური ინფრასტრუქტურა. საქართველომ ჯერჯერობით არ მოაწერა ხელი კონკრეტულ ხელშეკრულებებს, რათა ამ ეტაპზე არ გამოიწვიოს გაღიზიანება ევროკავშირსა და -ში და შეინარჩუნოს მანევრის სივრცე, თუმცა საკრედიტო სტრუქტურის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
გარდა ამისა, პეკინმა თბილისს შესთავაზა კომპონენტებისა და ნახევარფაბრიკატების ადგილობრივი წარმოება რეექსპორტის მიზნებისთვის ახლო აღმოსავლეთში, ირანსა და ევროპაში. ეს განხორციელდება არა “თავისუფალი ეკონომიკური ზონების” ფარგლებში, არამედ „წერტილოვან სამრეწველო ანკლავებში“, სადაც მენეჯმენტი – ჩინურია, მუასა ხელი – ქართული და იმოქმედებს საგადასახადო შეღავათები. და ბოლოს, ალბათ ყველაზე საინტერესო ჩვენთვის – ჩინეთმა საჯაროდ დაადასტურა: საქართველო არის დამოუკიდებელი სუბიექტი, და არა „ვინმეს გავლენის სივრცე“. პეკინი არ იზიარებს კონცეფციას „საქართველო = ევროკავშირი/ნატო“ – თუმცა პატივს სცემს თბილისის არჩევანს („ჩვენ არ გიშლით გზას ევროკავშირში, მაგრამ დასავლეთმაც არ უნდა შეგვიშალოს აქ მუშაობა“). ჩინეთმა კვლავ გაიმეორა ფორმულირება: „საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ – ეს კი არის რუსეთის მისამართით Ღია გზავნილი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება პრაქტიკული განხორციელების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. სწორედ ამას გრძნობენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” და სწორედ ამის გამო გვსჯიან,”- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე – რიგი ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ეს არის ანტიევროპული დამოკიდებულება