New York Times წერს, რომ ჩინეთმა ფართო სპექტრის კრიტიკული მინერალებისა და მაგნიტების ექსპორტი შეაჩერა, რომლებიც აუცილებელია ავტომწარმოებლების, საავიაციო-კოსმიური ინდუსტრიის, ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიებისა და სამხედრო კონტრაქტორებისთვის მთელ მსოფლიოში.
მეტალების ექსპორტი შეჩერდა იმ ფონზე, როდესაც ჩინეთის მთავრობა ახალ საექსპორტო რეგულაციებზე მუშაობს. გამოცემა წერს, რომ სხვადასხვა ვარაუდით, ახალი საექსპორტო პოლიტიკის მიღების შემდეგ ჩინეთმა, შესაძლოა მუდმივად შეაჩეროს გარკვეული კომპანიებისთვის – მათ შორის ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორებისთვის – აღნიშნული მასალების მიწოდება.
გამოეცმის მიხედვით, ეს ზომები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს დაწესებულ “საპასუხო ტარიფებზე” ჩინეთის პასუხს წარმოადგენს.
NYT წერს, რომ 4 აპრილს ჩინეთის მთავრობამ დააწესა შეზღუდვები ექვს იშვიათი მძიმე მეტალის ექსპორტზე,მათ შორისა ლითონები, რომლებიც სრულად ჩინეთში გადამუშავდება, ასევე იშვიათი მაგნიტები, რომელთა 90% სწორედ ჩინეთში იწარმოება.
ამიერიდან, აღნიშნული ლითონებისა და მათგან დამზადებული სპეციალური მაგნიტების ექსპორტი მხოლოდ სპეციალური ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის სავაჭრო სამინისტრომ, რომელმაც საბაჟოს გენერალურ ადმინისტრაციასთან ერთად ახალი ექსპორტის შეზღუდვები ერთობლივად გამოსცა, ჩინურ კომპანიებს კონკრეტულ ამერიკულ კომპანიებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა აუკრძალა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონტრაქტორებთან, რომელთა სია სულ უფრო იზრდება.
ტაბულა