ჩინეთმა ირანში ინვესტიციები წელიწადში 10-ჯერ გაზარდა – Spiegel

ჩინეთი აძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს ირანთან. ურთიერთობების განმტკიცების დინამიკა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რადგან 2023 წელს ჩინეთის ინვესტიციები ირანის ეკონომიკაში 200 მილიონი დოლარიდან 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამის შესახებ Spiegel ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება.
ჩინური ინვესტიციები ძირითადად მიმართულია ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამთო დარგების პროექტებზე.
თეირანისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, რადგან ის ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია.
2021 წელს ქვეყნებმა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს 25 წლით.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები და თურქეთი ასევე დიდ ინვესტიციას ახორციელებენ ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკაში.
თეირანის ხელმძღვანელობა ასევე აფართოებს ურთიერთობებს რუსეთთან ორივე ქვეყნის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ