ჩინეთმა განახლებადი ენერგიის სამიზნე ნიშნულს ექვსი წლით ადრე მიაღწია – მედია

ჩინეთში ქარისა და მზის წყაროებიდან ენერგიის გამომუშავებამ პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ დადგენილ ვადებზე 6 წლით ადრე გადააჭარბა დასახულ მიზანს. ივლისში, ქარის ტურბინიდან და მზის პანელებიდან მიღებული ენერგია 25 გიგავატით გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის მთლიანმა სიმძლავრემ 1,206 გიგავატს მიაღწია.
განახლებულ მონაცემებს ჩინეთის ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული გეგმით, ჩინეთს სუფთა ენერგიიდან გამომუშავებული სიმძლავრით სულ მცირე 1,200 გიგავატს, 2030 წლისთვის უნდა მიეღწია.
ვრცლად forbes.ge – ზე