ჩინეთმა აშშ-ში საქონლის იმპორტზე პირველობა დაკარგა

20 წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთმა -ში საქონლის იმპორტზე პირველობა დაკარგა. ამის შესახებ ABC News-ი აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს ყველაზე დიდი იმპორტიორი შეერთებულ შტატებში, მთელი ამერიკული იმპორტის 15%-ზე მეტი წილით, მექსიკა იყო, საიდანაც მიწოდება წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და $475 მლრდ-ს მიაღწია.
ამავდროულად, ჩინეთის იმპორტის ღირებულება 20%-ით, $427 მლრდ-მდე, ხოლო მისი წილი აშშ-ს იმპორტში თითქმის 14%-მდე დაეცა.
ბოლოს, როდესაც შეერთებულ შტატებში იმპორტირებულმა მექსიკურმა საქონელმა ჩინეთის იმპორტის ღირებულებას 2002 წელს გადააჭარბა, ხოლო 2008 წლიდან 2022 წლამდე ჩინეთი დამაჯერებლად ლიდერობდა.
ABC News-ი წერს, რომ ცვლილება ასახავს მზარდ დაძაბულობას ვაშინგტონსა და პეკინს შორის, ისევე როგორც აშშ-ის მცდელობებს პროდუქცია შემოიტანოს მეგობარი და ახლო მდებარე ქვეყნებიდან. შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდა ბოლო წლებში, რადგან პეკინი ახორციელებდა აგრესიულ სავაჭრო პოლიტიკას საგარეო ბაზრების დაკავებისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო აქტივობის გაზრდის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინურ იმპორტზე უფრო მაღალი ტარიფების დაწესება 2018 წელს იმის მტკიცებით დაიწყო, რომ პეკინის სავაჭრო პრაქტიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არღვევდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეს ტარიფები 2021 წლის შემდეგაც შეინარჩუნა.