ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ვიზებისგან ცალმხრივად გათავისუფლების პროგრამაში კიდევ 9 ქვეყანას შეიყვანს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ციენმა თავის განცხადებაში განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებენ სლოვაკეთის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის, ისლანდიის, ანდორას, მონაკოს, ლიხტენშტეინის და სამხრეთ კორეის მოქალაქეები.
შესაბამისად, ამ ქვეყნების სტანდარტული პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრება არა უმეტეს 15 დღის ვადით, 2024 წლის 8 ნოემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე.
ვიზისგან გათავისუფლება შემოიფარგლება საქმიანი, ტურიზმით, ოჯახური ვიზიტებით და ტრანზიტული მოგზაურობით.
ინფორმაციისთვის, პეკინის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს გაზარდოს მოგზაურობები საზღვარგარეთიდან ჩინეთში, ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებთან ვიზისგან გათავისუფლების შეთანხმებით.
2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან ჩინეთის მთავრობამ ცალმხრივად მიანიჭა საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიის, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში უვიზოდ 15 დღით მგზავრობის შესაძლებლობა.
ჩინეთმა 26 იანვარს სინგაპურთან ხელი მოაწერა 30-დღიან ორმხრივ შეთანხმებას ვიზისგან გათავისუფლების შესახებ, ხოლო 28 იანვარს – ტაილანდთან, განუსაზღვრელი ვადით.შვეიცარია, ირლანდია, უნგრეთი, ავსტრია, ბელგია და ლუქსემბურგი 14 მარტის მდგომარეობით ასევე მოხვდნენ ვიზაზე გათავისუფლების პროგრამაში.
ამჟამად ჩინეთი 18 ქვეყნის სტანდარტული პასპორტის მფლობელებს საპასუხო ვიზისგან გათავისუფლების უფლებას აძლევს. მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის თურქეთთან, დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო შეღავათები არსებობს.