ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს

ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება.
“ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ მოეწყოს მანქანების ბაზრობა საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიის მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები.
ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს, წესით უნდა იყოს”, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა