ჩინეთი მზადაა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის

ბოლო შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებებისას ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა -ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ჩინეთი “მზადაა ითანამშრომლოს ახალ ადმინისტრაციასთან” – იმ ფონზე, როცა თეთრ სახლში დასაბრუნებლად ემზადება.
ორი ლიდერის შეხვედრა გაიმართა 16 ნოემბერს, პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პარალელურად.
გავრცელებული მოლოდინით, ბაიდენი გეგმავდა სი ძინპინისთვის ეთხოვა ჩრდილოეთ კორეის დარწმუნება იმაში, რომ უფრო მეტად აღარ გააღრმაოს ს მხრიდან ში წარმოებული ომის მხარდაჭერა.
სი ძინპინს ტრამპის სახელი არ უხსენებია, თუმცა მიანიშნა თავის შეშფოთებაზე, რომ ეკონომიკის თაობაზე არჩეული პრეზიდენტის პროტექციონისტულმა რიტორიკამ აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში შესაძლოა ახალი განზომილება გამოკვეთოს.
ბაიდენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ “ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩინეთისა და აშშ-ის კავშირებში იყო აღმასვლაც და დაღმასვლაც, მაგრამ ორივე ჩვენგანის ხელმძღვანელობით ჩვენ ასევე გვქონდა ნაყოფიერი დიალოგები და თანამშრომლობა, და ზოგად სტაბილურობას მივაღწიეთ”.
წყარო: რადიო თავისუფლება