ჩინეთი ირანთან თანამშრომლობას არ შეწყვეტს

ჩინეთი მზადაა გააგრძელოს პრაქტიკული თანამშრომლობა ირანთან სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას, მიუხედავად თეირანის ისრაელზე თავდასხმისა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ, ირანელ კოლეგას – ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს განუცხადა.
„ჩინეთი მზადაა სტაბილურად განავითაროს პრაქტიკული თანამშრომლობა ირანთან სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყოს ჩინეთ-ირანის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ორშაბათს.