ჩინეთი, იაპონია, შვეიცარია – უმსხვილესი სავალუტო რეზერვების მქონე ქვეყნების რეიტინგი

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს.
ცენტრალური ბანკებისთვის დოლარი წამყვანი სარეზერვო ვალუტაა, რომელშიც მსოფლიოს სავალუტო რეზერვების 59% არის ნომინირებული, ევროს წილი 20%-ია, იაპონური იენის წილი 5.5%, გირვანქა სტერლინგის 5%, ჩინური იუანის 2.6%, კანადური დოლარის 2.4%,ხოლო ავსტრალიური დოლარის 2%.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სავალუტო რეზერვები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აქვს, რომლის რეზერვებიც 3.1 ტრილიონ დოლარს აღემატება. მეორე ადგილზეა იაპონია 1.2 ტრილიონი დოლარით, მესამეზე კი შვეიცარია 830 მილიარდი დოლარით.
უმსხვილესი სავალუტო რეზერვების მქონე ქვეყნები:
· ჩინეთი – 3.11 ტრილიონი დოლარი
· იაპონია – 1.25 ტრილიონი დოლარი
· შვეიცარია – 830 მილიარდი დოლარი
· ინდოეთი – 586 მილიარდი დოლარი
· – 575 მილიარდი დოლარი
· ტაივანი – 561 მილიარდი დოლარი
· – 439 მილიარდი დოლარი
· ჰონგ კონგი – 421 მილიარდი დოლარი
· სამხრეთ კორეა – 412 მილიარდი დოლარი
· ბრაზილია – 344 მილიარდი დოლარი
· სინგაპური – 337 მილიარდი დოლარი
· გერმანია – 301 მილიარდი დოლარი
· ამერიკის შეერთებული შტატები – 239.5 მილიარდი დოლარი
· იტალია – 232 მილიარდი დოლარი
· საფრანგეთი – 229 მილიარდი დოლარი
· მექსიკა – 209 მილიარდი დოლარი
· – 191 მილიარდი დოლარი
· ტაილანდი – 190 მილიარდი დოლარი
· დიდი ბრიტანეთი – 183 მილიარდი დოლარი
· პოლონეთი – 180.7 მილიარდი დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებს, მისი ზომა 4.85 მილიარდ დოლარს შეადგენს.