ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნას ატარებენ

რუსულმა და ჩინურმა საზღვაო ძალებმა სამხრეთ ჩინეთის სამხედრო პორტთან ერთობლვიი წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩინურმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა ქალაქ ჯანძიანგში გახსნის ცერემონიაზე ტაქტიკური კოორდინირების წვრთნები და ზუსტი სამხედრო სიმულაცია ჩაატარეს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ წვრთნები საერთაშორისო ან რეგიონულ ვითარებას არ უკავშირდება და არცერთი მესამე მხარის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა, CCTV-ს ინფორმაციით, წვრთნები სა და ჩინეთის საზღვაო ძალების საფრთხეებთან გამკლავების უნარის წარმოჩენას ემსახურება. მედიაში ასევე თქვეს, რომ წვრთნების ფარგლებში საზღვაო იერიშები, საჰაერო თავდაცვის მხრივ და რაკეტსაწინააღმდეგო ვარჯიშები იგეგმება.
მანამდე, 9-11 ივლისს ვაშინგტონში NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელზეც ალიანსის 32-მა წევრმა ჩინეთის კრიტიკის შემცველ კომუნიკეს მხარი დაუჭრია.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ში ომის საწარმოებლად საჭირო რესურსებით მიწოდებაში “საკვანძო” როლს ასრულებს.
NATO-ს სამიტამდე, 8 ივლისს ჩინეთის და ბელარუსის ჯარებმა ქალაქ ბრესტთან, პოლონეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. მანევრები სახელწოდებით არწივის თავდასხმა 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ივლისს დასრულდება.
“ანტიტერორისტული წვრთნების ფარგლებში, ორივე ქვეყნის სამხედრო პერსონალი ივარჯიშებს ღამე დაშვებაზე, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და [ურბანულ გარემოში] ოპერაციების ჩატარებაზე”. – დაწერა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე.