„ჩინეთი მსოფლიოში გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ავტომობილების ექსპორტიორი, რაც ახალ კონკურენციას ქმნის იმპორტირებული მანქანების მიმართ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ამ კუთხით საქართველოსთვის საყურადღებო უნდა იყოს ბაზარზე არსებული ტენდენცია და დღესვე უნდა განიხილებოდეს ჩინეთის ფაქტორი საჯარო და კერძო სექტორებში.
„სხვა საკითხია ცენტრალური აზიის ბაზრის შემცირების რისკი, არა იმიტომ, რომ ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში გარკვეულ საქმიანობას ეწევიან, არამედ ეს განაპირობა ჩინური ავტო ინდუსტრიის არნახულმა ზრდამ და ბაზრების ათვისების ტემპებმა, ასევე ყაზახეთში დასავლური, კორეული და ჩინური ავტომობილების ლოკალიზაციის (ადგილზე აწყობა/წარმოების) განვითარებამ.
ჩინეთი მსოფლიოში გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ავტომობილების ექსპორტიორი. რაც ახალ კონკურენციას ქმნის იმპორტირებული მანქანების მიმართ. ფინანსურად ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ავტომობილები გარანტიით, როდესაც დასავლური მეორადი ავტომობილების შემთხვევაში ხარისხი ისედაც საეჭვო იყო და ფასიც იმპორტის რეგულაციებიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი.
საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო უნდა იყოს ეს ტენდენცია და დღესვე უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი საჯარო და კერძო სექტორებში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ და ქართულმა ბიზნესმა განაგრძოს მონაწილეობა ამ სექტორში და მიიღოს ფინანსური სარგებელი საიმპორტო ბაზრებიდან მანქანის საქართველომდე ტრანსპორტირებით; ასევე, მანქანების ლოკალურად შეკეთებიდან (რადგან ყაზახეთში კანონმდებლობით დაზიანებული მანქანის იმპორტი აკრძალულია), ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებიდან, სადაზღვევო სერვისებიდან და საბაჟო შემოსავლებიდან,“ – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში გიორგი ჯახუტაშვილი.
www.bpn.ge
