ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, რომლებიც აშშ-ში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:
„მოვუწოდებთ აშშ-ს, უზრუნველყოს მათი პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის ხელისუფლების დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგითა და მოლაპარაკებებით მოაგვაროს“.
პეკინმა მესამედ აღნიშნა, რომ „ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს“ ძალის გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.




