ჩინეთი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე ზრდის

ჩინეთი -დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდის. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.
ამასთან, უწყებამ მიანიშნა, რომ ეს პეკინის მხრიდან -ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესების ბოლო შემთხვევა იქნება.
„მაშინაც კი, თუ აშშ კიდევ უფრო მაღალ ტარიფებს დააწესებს, ამას აღარ ექნება არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა და მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ხუმრობად შევა. თუ აშშ ტარიფებთან რიცხვების თამაშს გააგრძელებს, ჩინეთი არ უპასუხებს“, – ნათქვამია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდა ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე გადასახადის 145%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაზე საპასუხო რეაქცია იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს