ჩინეთში, მსოფლიოს ყველაზე დიდი ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჩჟან ჰუნლის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუნლის წინააღმდეგ გამოძიება 2023 წლის ბოლოს დაიწყო. 2024 წელს კი იგი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩჟანმა 2011-2022 წლებში 177 მილიონი იუანის (24 მილიონ დოლარზე მეტი) ქრთამი აიღო.
ჩჟანი ICBC-ში, რომელიც აქტივების მიხედვით მსოფლიოს უდიდესი ბანკია, 2010 წელს Deutsche Bank-იდან გადავიდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 2018 წელს ჩჟანმა ბანკი ოჯახური პრობლემების გამო დატოვა და კერძო საინვესტიციო კომპანია Hopu Investment Management-ს შეუერთდა, სადაც მმართველი პარტნიორი გახდა.
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის კორუფციასთან მრავალწლიანი ბრძოლის ფარგლებში, თანამდებობა1.5 მილიონზე მეტმა ჩინოვნიკმა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს China Huarong International Holdings-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ბაი ტიანჰუეი, რომელსაც 153 მილიონი დოლარის ქრთამის აღება ედებოდა ბრალად.
