“ჩინეთის ფორმატი” – “უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე” – ინჯიას ინიციატივა და საგარეოს პასუხი

დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ საგარე საქმეთა მინისტრს ჟენევის ფორმატის პარალელურად ახალი ფორმატის ჩამოყალიბება შესთავაზა, სადაც შუამავალი -ის მაგივრად ჩინეთი იქნებოდა და მისი არგუმენტები იყო, რომ “სიწყნარეა”, რომ “უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე”.
ფრიდონ ინჯია:
„მაინტერესებს ჟენევის ფორმატი. თუ გადავხედავთ სიტუაციას და ინტერესებს, რუსეთს საკუთარი ინტერესები განაღდებული აქვს, ის წარმოდგენილია საქართველოში, 40 კილომეტრშია. აშშ-ს ასეთი სტატუს-კვო აწყობს, დიდად არ არის დაინტერესებული, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ამ საკითხს გადავწყვეტთ, ისინი სხვა მხარეს აღმოჩნდებიან. ხომ არ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ერთიანობას, ხომ არ სჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას. თუ ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში და უფრო მეტი ექნება ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ, შევაჯიბროთ ორივე ფორმატი, ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, სადაც მთავარი წამყვანი იქნება ჩინეთი. ვნახოთ, რომელი აჯობებს. 15 წელი გავიდა და არაფერია. თქვენი მოადგილეები ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ, მაგრამ ისეთი ფორმატია, რომ იმათ არაფერი შეუძლიათ. ჩვენ არ ვესაუბრებით რუსეთს, რაც არასწორია, ერთი-ერთზე უნდა ვისაუბროთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე, ამაზე მრავალჯერ ითქვა. ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე ჩინეთთან. ამის შემდეგ გარკვეული ფანჯარაა – სიწყნარეა. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააქტიუროს, სტრატეგიულ პროექტებში უნდა ჩართოს ჩინეთი, ყველაფერი გააკეთოს ამისთვის“ – თქვა ინჯიამ სხდომაზე.
დარჩიაშვილის თქმით, ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთადერთია, სადაც საქართველოს პარტნიორებთან ერთად წარმოდგენილია ც.
“ჟენევის ფორმატში აშშ-ის გარდა ჩართულია ევროკავშირი, ეუთო, გაერო და ვფიქრობთ, რომ ეს ფორმატი, მიუხედავად იმისა რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არ არსებობაზე, ეს პლატფორმა არის ერთადერთი, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, სხვა ჩვენის პარტნიორებთან ერთად, ისინიც იღებენ აქ მონაწილეობას და ამიტომ, ეს პლატფორმა დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, რომ შესანარჩუნებელია. რადგან, ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ შევეცადოთ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ მინიმუმ ამ დიალოგის ფარგლებში. ძალიან რთული იყო მორიგი რაუნდის გამართვა, რაც ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ, რომ მაშინ მორიგი რაუნდი გამართულიყო. ვაგრძელებთ ამ ფორმატში მუშაობას”, – თქვა დარჩიაშვილმა ინჯიას კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება