ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს, უკრაინას და ევროკავშირის ქვეყნებს ეწვევა

„უკრაინის კრიზისის“ მოგვარების პოლიტიკური გზების მოსაძიებლად ჩინეთის მთავრობა სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის რუსეთში, სა და ევროკავშირში. ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
პეკინის თანახმად, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი საშუამავლო დიპლომატიის მეორე რაუნდის ფარგლებში, 2 მარტიდან ეწვევა რუსეთს, ევროკავშირის შტაბ-ბინას(ბრიუსელი), პოლონეთს, უკრაინას, გერმანიასა და საფრანგეთს.
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში 2023 წელსაც იმყოფებოდა.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. ამასთან, პეკინმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც სამხედრო მრეწველობაში იყენებს.
2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება