ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ჩინეთის პრემიერი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
“მინდა, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერია. მზად ვარ, თქვენთან ერთად
საერთო ძალისხმევის გასაგრძელებლად, რათა უზრუნველვყოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მყარი წინსვლა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ”,- აღნიშნულია ლი ციანის მისალოც წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მიიღო.
Previous: ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით