აშშ-ს და ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო სავაჭრო ომის ფონზე, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძინ პინი საერთაშორისო კონცერნების ხელმძღვანელებს, რომლებიც პეკინში იმყოფებიან, თავისი ქვეყნის დადებით მხარეებზე ესაუბრა.
ჩინეთის დედაქალაქის სახალხო დიდ დარბაზში სიმ მიიღო სიმენსის ხელმძღვანელი როლანდ ბუში, “მერსედეს-ბენცის” ხელმძღვანელი ოლა კელენიუსი და BMW-ს შეფი ოლივერი ციპსი.
სის თქმით, უცხოეთის ფირმები ჩინეთის მოდერნიზებისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ჩინეთის მმართველი თვლის, რომ ჩინეთში ინვესტიცია საკუთარ საწარმოებში სამომავლო ინვესტიციაა.
ჩინეთი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საერთაშორისო კონცერნებისთვის, თვლის სი.
2024 წელს უცხოეთიდან ინვესტიციები ჩინეთში 2008 წლის დონემდე შემცირდა.
ჩინეთის ეკონომიკისთვის ზეწოლას წარმოადგენს ამასთან ევროპისა და აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადი.
ამის გამო გაჩენილი ხარჯები საუბრის თემა იქნება ევროკავშირის ვაჭრობის კომისარ მაროშ შეფჩოვიჩთან, რომელიც ასევე ჩინეთში იმყოფება.
