ჩინეთის საელჩო რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩინური მხარე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო აღნიშნავს, საქართველოში -ის საელჩოს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა ჩინეთთან დაკავშირებული რამდენიმე კომენტარი, როდესაც მას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: “China Communications Construction Company“-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ს არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას.
ჩინურმა მხარემ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ს მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრენსიუსთან“ ინტერვიუში ანაკლიის პორტის პროექტზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია“.
ელჩის თქმით, ჩნდება კითხვა, „რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?“.
გარდა ამისა, დანიგანის განცხადებით, ასევე კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ.
„CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია“,- განაცხადა დანიგანმა.