ჩინეთის საელჩო აშშ-ის ელჩის მიერ ანაკლიის პორტის ინვესტორის კრიტიკას “აბსურდულს” უწოდებს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის ცნობით, პეკინი საქართველოში -ის ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიაზე მკაცრად გმობს და მას აბსურდულს უწოდებს.
“საქართველოში აშშ-ის საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს CCCC-ს წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ს სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და ფაქტებთან შეუსაბამო განცხადება”, – განაცხადა ჩინეთის საელჩომ.

პრესსპიკერი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ს მიერ შეთანხმებულ, სან-ფრანცისკოს ხედვას ეწინააღმდეგება.
“ჩინური მხარე ასევე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი”, – წერია განცხადებაში.
აშშ-ის ელჩი, სააგენტო ინტერპრესნიუსთან ანაკლიის პორტის პროექტზე ჩინურ კომპანიასთან საქართველოს შეთანხმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ კომპანიის თანამფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა.