ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ–ის ელჩის განცხადებას პასუხობს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ს განცხადებას პაუსხობს ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი კრიტიკას “აბსურდულს” უწოდებს.
“საქართველოში -ის საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, როგორიცაა ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში” (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ს სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ს მიერ შეთანხმებულ, სან-ფრანცისკოს ხედვას.
“ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ