ჩინეთის საელჩომ საიტიდან მოხსნა კრემლის ტაძრის და ჯორჯიის შტატის ფოტოები

რადიო თავისუფლების წერილისა და ამბის გაშუქების შემდეგ, საქართველოში ჩინეთის საელჩომ თავისი საიტიდან მოხსნა ფოტოები, რომლებიც, საქართველოს ნაცვლად ასახავდა რუსეთში მდებარე კრემლის მიძინების ეკლესიასა და ასევე – ჯორჯიის შტატს.
ვებსაიტზე, სათავო ბანერზე გამოსახული ხუთი ფოტოდან ორი ჩინეთს ასახავდა, ორი – ჯორჯიის შტატს შეერთებულ შტატებში, ერთი კი ს ფედერაციიდან იყო.
კერძოდ, ეს ხუთი (მარცხნიდან მარჯვნივ) დაბალი გარჩევადობის ილუსტრაცია იყო გამოსახული:
· პირველი შანხაის სანაპიროს ღამის ხედი იყო;
· მეორე – პეკინის „აკრძალული სასახლე“;
· მესამე – შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში მდებარე კაპიტოლიუმის ბიბლიოთეკა;
· მეოთხე – რუსეთში, მოსკოვში მდებარე მიძინების ტაძარი;
· მეხუთე – ასევე ჯორჯიის ღამის ხედი ინგლისური წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯორჯიაში“.
23 აპრილს საიტიდან ყველა ილუსტრაცია წაშლილია.
რადიო თავისუფლება 22 აპრილს დაუკავშირდა ჩინეთის საელჩოს და ჰკითხა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სიმძიმის, მათ შორის ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთის სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოებისადმი საქართველოს მოსახლეობის მძაფრი უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასევე, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაძლიერებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო რამდენად შესაფერისად მიიჩნევს კრემლის ტაძრის ილუსტრაციის ქონას საკუთარ ვებსაიტზე.
საელჩოს საპასუხო კომენტარი არ გაუვრცელებია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც