ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, -ის მიერ უცხოური გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, -ის მიერ უცხოური გემების დაკავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი, მაო ნინი აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებას გამოეხმაურა.
„აშშ-ის მიერ საერთაშორისო წყლებში მყოფი უცხოური გემების თვითნებური დაკავება საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ჩინეთი „ეწინააღმდეგება იმ ნაბიჯებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას არღვევს“.