ჩინეთის საგარეო უწყება – ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი „ძალიან შეშფოთებულია“ ირანზე ს თავდასხმის შესაძლო „მძიმე შედეგებით“.
„ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას და ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ან კონფლიქტის გაფართოებას იწვევს. რეგიონში დაძაბულობის უეცარი ხელახალი გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ცზიანმა.
მისი თქმით, ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
„ჩინეთი მზადაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში“, – აღნიშნა ლინ ცზიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ