ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. გამოცემას სტატიაში ეწერა, რომ რუსეთი ჩინეთის დახმარებით ყირიმთან დასაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის აშენებას გეგმავს.
“მოცემული პუბლიკაცია არის სრულიად უსაფუძვლო, ამიტომ ვერ გავაკეთებ კომენტარს”. – ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.
სტატია ეფუძნება ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ანონიმურმა უკრაინელმა პირებმა მოიპოვეს და გამოცემას გადასცეს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ შეტყობინებები ყალბი არ არის და ეყრდნობა კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ჩინეთმა ყირიმში დააფუძნა.
სავარაუდო მშენებლობაში ჩართული იქნება ჩინური კომპანია CRCC, რომელიც აქამდე რუსეთში, 2021 წელს წარმატებით დასრულებულ მოსკოვის მეტროს გაფართოების პროექტზე მუშაობდა.