ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ვეწინააღმდეგებით

ღაზაში ს სამხედრო ოპერაციას ვეწინააღმდეგებით, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
„ჩინეთი ისრაელ-პალესტინის ამჟამინდელი ვითარებით შეშფოთებულია. ჩვენ ღაზაში მიმდინარე ისრაელს სამხედრო მოქმედებებს ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს შეასრულებენ.
შეგახსენებთ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმა დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანი „ჰამასის“ დამარცხებაა, ინტენსიური იქნება და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის გადაადგილება მოხდება.