ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ცდილობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს

აშშ ცდილობს ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი -ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩინეთი ინდოეთთან დაძაბულობის შემცირების გამოყენებით ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობს“.
ლინ ძიანის თქმით, ჩინეთი ინდოეთთან ურთიერთობას სტრატეგიულ და ხანგრძლივ პერსპექტივაში განიხილავს.
„სასაზღვრო საკითხები მხოლოდ ჩინეთისა და ინდოეთის განსახილველია. ამ საკითხში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევას ვეწინააღმდეგებით“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?