ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტაივანს სამშობლოსგან გამოყოფის უფლება არასდროს მიეცემა

ტაივანს სამშობლოსგან გამოყოფის უფლება არასდროს მიეცემა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა.
„ტაივანის კუნძულზე მცხოვრები ნებისმიერი პირი, რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობის მიღწევას შეეცდება, ისტორიის მიერ ლიკვიდირებული გახდება. ტაივანს სამშობლოსგან გამოყოფის უფლება არასდროს მიეცემა“, – განაცხადა ვანგ იიმ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთს არასწორად აღიქვამს და მის მიერ გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს.
„ჩინეთმა და რუსეთმა მთავარი ძალების ურთიერთობებისთვის ახალი პარადიგმა შექმნეს, რომელიც ცივი ომის ეპოქისგან სრულიად განსხვავდება. საერთაშორისო გარემოში არსებული არეულობის პირობებში, ჩინეთი კვლავ მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგრესის ძალა იქნება“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება