ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად” – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.